Tue, March 17, 2015
სულ ცოტაც და ...

რამდენიმე თვე დარჩა და ზაფხული მოვა, მოვა და ჩვენც ავბარგდებით და ზაფხულის გართობა იწყება, დილით ადრე ადგომა, ბილეთების აღება სულ 20 წუთიც და მატარებელი ბაქანზე ჩამოდგება, გაისმის ხმაც დდმ დდმ დდმ დდმ შემდეგ დიქტორის ხმა მატარებელი თბილისი-ბორჯომი ჩამოდგა მეორე ლიანდაგზე.

ვზივარ და ერთი სული მაქვს როდის დაიძვრება, ნელ-ნელა ხალხით ისვება ვაგონი, გამყიდველებიც შემოგვივლიან ხოლმე, რამდენიმე საათი გადის, იცლება ვაგონები ხალხისგან, დიდი სადგურებიც გავიარეთ, გაჩერდა ხაშურში მატარებელი, ცოტა ხნის მერე ისევ დაიძვრება და სულ ცოტა, ცოტა დარჩა 8 მარტსაც გავივლით დუ დუმ დუ დუმ შემდეგ უკვე ხვდები რომ მალე მიხვალ. 

ხვდები რომ კარგ ადგილზე სადღაც ლამაზ ადგილზე მიდიხარ, გამოჩნდება სტადიონი, ინტერნატი, და ბოლოს ის ხალხი რომლებიც ყოველთვის გელოდებიან შენი მეგობრები, სახლში მგზავრობისგან დაღლილი რომ აპირებდი დასვენებას ჩასვლისას და მეგობრების დანახვისთანავე ყველაფერი გავიწყდება დაღლაც, ისიც რომ სახლში ხარ მისასვლელი

მატარებლიდან ჩამოდიხარ და ახალდაბის სურნელით ტკბები, ხვდები რომ მძიმე და გადატვირთული გარემო აღარ არის შენს გარშემო, ფეხით გაივლი შენს საყვარელ ადგილებს, სახლში მისვლისთანავე იწყებ ყველაფრის დაბინავებას და ერთი სული გაქვს როდის შეავლებ თვალს მონატრებულ გარემოს.

ჭის წყალი დამავიწყდა, ერთი სული მაქვს როდის დავლევ

სულ ცოტაც და დაიწყება ჩვენი ბედნიერი ზაფხული, რომელიც ყოველთვის რაღაც ახალს გვიზმადებს, ჩვენ კი რაღა დაგვრჩენია დაველოდებით იმ რამდნეიმე თვის გასვლას და შემდეგ ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო წუთებს შევიძენთ