Sun, May 17, 2015
საიდან და რით

დღეს უკვე ჩვენს დაბას საიტიც აქვს და Facebook - გვერდიც. საიტზე იშვიათად იდება სიახლეები, მაგრამ გამოსწორდება ესეც, ფეისბუქ გვერდს რაც შეეხება ეს თქვენი დახმარებით არსებობს, ყველას მოგვსვლია როდესაც ზაფხულში დასასვენებლად მივდივართ ქალაქი გვენატრება ხოლო ქალაქში ყოფნისას დასასვენებელი ადგილი. როდესაც ახალდაბიდან სახლში ვბრუნდებოდი ყოველთვის მალევე მენატრებოდა, ვფიქრობდი რა შეიძლებოდა გამეკეთებინა რითაც ცოტათი მაინც შევიმცირებდი ამ მონატრებას, ხოდა დაიწყო ეს ყველაფერი დღეს უკვე 2700 ადამიანზე მეტნი ვართ, საერთოდ უფრო დიდი მიზნები მაქვს ამ გვერდის დახმარებით, მაგრამ ეს ყველაფერი დროის ამბავია. ყველაზე მაგარი მომენტი ის არის ხოლმე შეტყობინებების შესამოწმებლად რომ შევდივარ და მოწერილები მხვდება, ზოგს დახმარება სჭირდება ზოგიც ბავშვობის მოგონებების გაღვიძებისათვის მადლობას გვიხდის მაგარი შეგრძნებაა მართლაც. 
 
მონატრება რთული საკითხია და რთული აღსაქმელია საერთოდ.

მენატრება - დილის სუსხი 
მენატრება - სახლის აივანი
მენატრება - სახლის ეზო
​მენატრება - ჩრდილში დაკიდებული ჰამაკი
​მენატრება - ეზოს კარები რომლიდანაც ჩქარა გადიხარ და უკან გვიან ბრუნდები
​მენატრება - ჭა , ჭის წყალი
​მენატრება - ქუჩები , ყოველი სახლი რომელიც გზად გვხვდება
​მენატრება - ლიანდაგები, დანგრეული სადგური, პატარა პარკი, პარკი
​მენატრება - პარკში ყოფნა
​მენატრება - იმის ყურება როგორ იღებენ თევზს
​მენატრება - ინტერნატისაკენ მიმავალი გზა
​მენატრება - ინტერნატში გატარებული დრო, განსაკუთრებით ღამით
​მენატრება - ზაფხულის მოგონებები
​მენატრება - გზა მდინარისაკენ
​მენატრება - მდინარე
​მენატრება - მდინარიდან უკან დასაბრუნებელი გზა
​მენატრება ​მენატრება ​მენატრება  დაუსრულებელი მოგონებები

ბევრი რამ მენატრება კიდევ, მინდა ბევრი თქვენთაგანი ბავშვობაში დავაბრუნო ან თუნდაც პირველად მოვახვედრო ბევრი მწერს შეტყობინებებში რომ წელს აუცილებლად ინახულებენ ჩვენს დაბას რა გითხრათ უბრალოდ ვინც ვერ ან არ ჩამოდიხართ ბევრ რამეს კარგავთ. 

მინდა უფრო მეტნი ვიყოთ ამ გვერდზე უფრო მეტმა გაიგოს ამ ადგილის შესახებ და უფრო მეტი კარგი ადამიანი შევიძინოთ